რეჟისორი რეზო ესაძე გარდაიცვალა

1587203667
ქართველი რეჟისორი, კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტს კინორეჟისორის ოჯახის წევრები ადასტურებენ.
რეზო ესაძეს გადაღებული აქვს 11 ფილმი: „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; „ნეილონის ნაძვის ხე“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრან პრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); „საქორწილო საჩუქარი“; „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“; „ერთი ნახვით შეყვარება“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); „წკიპურტები“; „ყოველ შაბათს“ (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად); „წამმზომი“; „ოთხი ფურცელი“; „ფრო“; „ერთხელ“.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს; 1965 წელს კინემატოგრაფისტთა საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი მოსკოვში.
1955-1957წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე უნივერსიტეტის იუმორისტული გაზეთის "ჭინჭრაქას" რედაქტორი. 1956-58წწ. იყო თბილისის 23-ე საშუალო სკოლის ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი. 1960 და 1974-1989წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის", 1965-1974წწ. "ლენფილმის" რეჟისორი. 1972 წელს საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორი,1979-1989წწ. გაერთიანება "დებიუტის" მხატვრული ხელმძღვანელი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობს სტუდია "+1"-ს. არის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სრული პროფ