საფრანგეთის ლიგა 2-ში მეათე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ სახლში „ნანტი“ დაამარცხა და უახლოეს მდევართან ხუთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
ზურიკო დავითაშვილი (Flashscore — 6.5) 84-ე წუთზე შეცვალეს.
გოლი: 90' აუგუსტინ ბოაკიე
გიორგი აბუაშვილის „მეცი“ გასვლაზე „დიუნკერკს“ დაუზავდა. გიორგი აბუაშვილი (Flashscore — 6.3) 81-ე წუთზე შეცვალეს.
„დიუნკერკი“ - „მეცი“ 1:1(0:1)
გოლები: 9' პაპე მუსა ფალი 0:1, 65' ოპა სანგანტე 1:1
65' წუთზე ოპა სანგანტეს დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარე ჯონათან ფიშერმა მოიგერია/
გაძევება: 61' ჯორდან მორელი („დიუნკერკი“, მეორე ყვითელი)
მოამზადა რაულ კაპანაძემ




