საფრანგეთის ლიგა 1-ში ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა.

ზურიკო დავითაშვილის „სენ-ეტიენმა“ გასვლაზე „რეიმსი“ დაამარცხა და პლეი ოფის გავლით ლიგა 1-ში დარჩენის შანსი შეინარჩუნა.  

ზურიკო დავითაშვილი (Flashscore - 7,0) მწვრთნელმა 84-ე წუთზე შეცვალა.

„რეიმსი“ - „სენტ-ეტიენი“ 0:2(0:2)
გოლები: 3'ფლორიან ტარდიუ 0:1, 41' ირვინ კარდონა 0:2

გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ გასვლაზე „მონაკოსთან“ წააგო dდა ემეოთხე ადგილზე გასვლის და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის მხოლოდ თეორიულ  შანსს ინარჩუნებს.  

გიორგი მიქაუტაძე (Flashscore - 6,3) მინდორზე 76-ე წუთზე შევიდა.

„მონაკო“ - „ლიონი“ 2:0(0:0)
გოლები: 62' ტაკუმი მინამინო 1:0, 68' დენის ზაკარია 2:0


ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ გასვლაზე „მონპელიე“ დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია.

„მონპელიე“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 1:4(0:1)
გოლები: 44' სენი მაიულუ 0:1, 49' და 59' გონსალო რამოსი 0:2 და 0:2 64' ტანგი კულიბალი 1:3, 65' გონსალო რამოსი 1:4

ჩემპიონატის რეგლამენტის თანახმად, თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობას ენიჭება  მას, ვისაც ყველა მატჩის შედეგის მიხედვით აქვს ბურთების უკეთესი სხვაობა. მაშასადამე, „სენტ-ეტიენი“ შეიძლება დაეწიოს „რეიმსს“ და „ნანტს“, მაგრამ მაინც მათზე უკან აღმოჩნდება ბურთების ცუდი სხვაობის გამო, „ლე ჰავრს“ კი შეიძლება გადაასწოროს და პლეი ოფის გავლით ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნოს.




ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან:

„სენტ-ეტიენი“ - „ტულუზა“
„ნანტი“ - „მონპელიე“
„სტრასბურგი“ - „ლე ჰავრი“
„ლილი“ - „რეიმსი“
„ლანსი“ - „მონაკო“
„ნიცა“ - „ბრესტი“
„ლიონი“ - „ანჟი“
„მარსელი“ - „რენი“
„პარი სენ-ჟერმენი“ - „ოსერი“