საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრები გრძელდება.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფმა ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ სახლში მეორე ადგილისთვის მებრძოლი „მონაკო“ მიიღო და 1:3 დამარცხდა.  

ზურიკო დავითაშვილი (Flashscore - 7,0) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო. მან 65-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 

„სენტ-ეტიენი“ - „მონაკო“ 1:3(0:1)
გოლები: 7' მანიე აკლიუშე 0:1, 65' ზურიკო დავითაშვილი 1:1, 68' ალ მუსრატი 1:2, 78' ფოლარინ ბალოგუნი 1:3