ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. 

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონმა 87 კგ წონით კატეგორიაში ემოციური სიტყვა წარმოთქვა:

„ყველას მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. იყო საუკეთესო ისეთი ჩემპიონების ქვეყანაში, როგორებიც არიან ნოვაკ ჯოკოვიჩი და წყალბურთელები, ჩემთვის დიდი პატივია! მე მიყვარს სერბეთი, მიყვარს ბელგრადი, მიყვარს ჩემი აქაური მეგობრები. ეს ჩემი მეორე სახლია. კიდევ უფრო შეუპოვრად ვიბრძოლებ სერბეთისთვის, მიყვარხართ ყველა. გაუმარჯოს სერბეთს"