ლინცში ზემო ავსტრიის გრან-პრის ფინალისტები გამოვლინდნენ 90 და +100 კგ წონით კატეგორიებში.

90 კგ წონაში ტატო გრიგალაშვილმა ფრანგი ტეო ჰერბიერი, იაპონელი ჰიდეტოში ტოკომუჩი, ავსტრიელი თომას შარფეტერი და სერბი მილიან რადული დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ფინალში გავიდა აგრეთვე ამავე წონაში მოასპარეზე მეორე ქართველი ძიუდოისტი გიორგი ჯაბნიაშვილი. მან ფინალისკენ მიმავალ გზაზე სერბი ისლამ სოგენოვი, უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო, იაპონელი რიკუ ოკადა და ბრაზილიელი მარჩელო ფრონსკოვიაკი დაამარცხა.  

+100 კგ წონაში გურამ თუშიშვილმა ავსტრიელ მოვლი ბორჩაშვილს, კვიპროსელ გიანის ანტონიუს და უკრაინელ ევჰენი ბალიევსკის სძლია და ოქროს მედლისთვის ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან იჭიდავებს.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის შალვა გურეშიძე ევჰენი ბალიევსკის შეხვდება.