ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე დასრულდა ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 72-82-97-130კგ წონით კატეგორიებში.

72 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ნიკა ბროლაძე ეგვიპტელ მუსტაფა ჰუსეინ ფათჰი ალამელდინთან 1:4 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

97 კგ წონაში გიორგი მელიამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 2:1 დაამარცხა სერბი მიხეილ ქაჯაია.

130 კგ წონაში რატი  რატი ტალიკიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ყაზახ ოლჟას სირლიბაევთან წააგო.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილი მოჭიდავეთა ნაკრები მე-5 ადგილზე გავიდა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავებმა მე-4 ადგილი დაიკავეს.