ბუდაპეშტში იმრე პოლიაკის და იანოშ ვარგას მემორიალის პირველი დღის ფინალური შეხვედრები დასრულდა
79 კგ წონის ფინალში ვლადიმერ გამყრელიძემ ტაჯიკ მაგომეტ ევლოევს 5:0 სძლია და ტურნირის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
1. ვლადიმერ გამყრელიძე (საქართველო)
2. მაგომეტ ევლოევი (ტაჯიკეთი)
3. გეორგიუს კუგიუმციდისი (საბერძნეთი)
3. ფარიბორზ ფარამარზ ბაბაირაგანი (ირანი)
65 კგ წონაში გიორგი ძებისაშვილმა 7:7-ზე დაამარცხა ბაჰრეინელი ალიბეგ ალიბეგოვი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
1. სუჯიტ სუჯიტი (ინდოეთი)
2. ალი რაჰიმზადე (აზერბაიჯანი)
3. გიორგი ძებისაშვილი (საქართველო)
3. ვაზგენ ტევანიანი (სომხეთი)
70 კგ წონაში აკაკი ქემერტელიძემ 11:4 სძლია ირანელ აბას მოჰამადრეზა ებრაჰიმზადეჰსავადკოუჰის და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
1. იოშონუსუკე აოიაგა (იაპონია)
2. არმან ანდრეასიანი (სომხეთი)
3. აკაკი ქემერტელიძე (საქართველო)
3. სინა მაჰდი ჰალილი (ირანი)
57კგ წონაში რობერტ დინგაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა 0:10 წააგო ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე ბელორუს არიან ტიუტრინთან.
1. ლიუკ ჯოზეფ ლილედალი (აშშ)
2. ისლამ ბაზარგანოვი (აზერბაიჯანი)
3. არიან ტიუტრინი (ბელორუსი)
3. რაჰულ რაჰული (ინდოეთი)
61 კგ წონაში გიორგი ღონიაშვილმა ასეთივე ანგარიშით წააგო ყაზახ ასინჟალ ესენგელდისთან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა.
1. ტაკარა სუდა (იაპონია)
2. ტაირბეკ ჟუმაშბეკ ულუ (ყირგიზეთი)
3. ბეკზატ ალმატ ულუ (ყირგიზეთი)
3. ასინჟალ ესენგელდი (ყაზახეთი)
97 კგ წონაში მერაბ სულეიმანიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ფრანგ ადლან ვისხანოვთან 4:9 წააგო.
1. ახმედ ტაჟუდინოვი (ბაჰრეინი)
2. ზბიგნევ ბარანოვსკი (პოლონეთი)
3. ადლან ვისხანოვი (საფრანგეთი)
3. ჯონათან ლეპონარდ აიელო (აშშ)
125კგ წონაში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
1. შამილ შარიპოვი (ბაჰრეინი)
2. ძიანის ხრამიანკოვი (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, ბელორუსი)
3. რობერტ ბარანი (პოლონეთი)
3. ალენ ხუბულოვი (ბულგარეთი)