ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ტრადიციულ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ ვითარებასა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„გარკვეულ ცვლილებებს ვგეგმავ, რადგან ბულგარეთი სხვა სტილის გუნდია, მაგრამ არ იქნება რადიკალური სიახლეები. გათვლა იმაზე იქნება, რომ წარმატებით ვითამაშოთ, მაგრამ გაძევების გამო ტრიბუნაზე ვიქნები და გუნდთან კომუნიკაციის საშუალება არ მექნება.

რაც შეეხება ბულგარეთის ნაკრებს, ამ გუნდს 3 წლის წინ შევხვდით და ორივე შეხვედრაში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ. მას შემდეგ ბულგარეთის ნაკრებში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი ხვალინდელ თამაშში ჩვენთვის გამოწვევა იქნება," - განაცხადა სანიოლმა.