საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 25 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება. დღეს დინამო არენაზე 14 საათზე ვეტერანი ფეხბურთელები პოლიტიკოსებს დაუპირისპირდებიან.
ვიცეპრეზიდენტი კახა კალაძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ორივე გუნდში, 1-1 ტაიმი ითამაშებენ.
გუნდების შემადგენლობები ასეთია:
ვეტერანები: გელა კეტაშვილი, ლევან კობიაშვილი, კახა კალაძე, ლევან ცქიტიშვილი, კახი ცხადაძე, გოჩა ჩიქოვანი, მიხეილ ჯიშკარიანი, გია ჯიშკარიანი, ვიტალი დარასელია, გოჩა ჯამარაული, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გიორგი ნემსაძე, კახი კაჭარავა, გია გურული, კახი გოგიჩაიშვილი, ზურა ლორთქიფანიძე, დავით პაიკიძე, დავით მახარაძე, მალხაზ არზიანი, მამუკა ხუნდაძე, გოჩა როსტომაშვილი, დავით ჯანაშია, გიორგი დემეტრაძე, გელა ინალიშვილი, გიორგი ჩიხრაძე, ლადო ბურდული, გელა ჭანტურია, ასლან ბალაძე, მამუკა გვასალია, ირაკლი ზოიძე, მიხეილ აშვეთია, ზურაბ იონანიძე, გიორგი ანჩაბაძე, გოგა გახოკიძე.
პოლიტიკოსები: კახა კალაძე, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ლევან კობიაშვილი, მანუჩარ მაჩაიძე, ზაზა სოფრომაძე, თემურ ჩხაიძე, ოთარ დანელია, დათო ლორთქიფანიძე, ანზორ ჩუბინიძე, გია გვაზავა, იური ნოზაძე, გოჩა ცოფურიშვილი, სოსო ვახტანგაშვილი, ზაზა სარაჯიშვილი, თემურ ხუბულური, თენგო დიხამინჯია, დიმიტრი ხუნდაძე, ზურაბ ზვიადაური, გაგა კახიანი, ლევან კვიციანი, დავით გელეგაშვილი, ბესო აბაშიძე, გიორგი გოგუაძე, მიშა მოისწრაფიშვილი, გუჯა გუგუშვილი, გიორგი რევაზიშვილი, გივი შუღაროვი, კობა ამირხანაშვილი, აკა ლოდია, რევაზ ჯაველიზე, მურთაზ შელია, დავით მუჯირი.
გულშემატკივრის რანგში მატჩს ასევე ესწრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.