აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქალთა 57 კგ და კაცთა 66-73 კგ წონითი კატეგორიებში მედლებისთვის გადამწყვეტ შეხვედრებში მონაწილეთა ვინაობა გაირკვა.
66 კგ წონითი კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა, რომელმაც ნეიტრალური სტატუსით შეჯიბრებაზე დაშვებულ რუს მურად ჩოპანოვთან გამარჯვების შემდეგ უზბეკი სანდორ ნურილიევი დაამარცხა და იაპონელ ტაკეში ტაკეოკასთან დამარცხდა, რეპეშაჟში გადავიდა და იქ მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხს შეხვდა.
შეხვერდა ქართველმა სპორტსმენმა მოიგო და იგი ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელ მატეო პირასთან იჭიდავებს.