მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში გრანდ სლემი 2023 დასრულდა.
ულან-ბატორის გრანდ სლემზე სამი ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა
100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი შეხვედრა გერმანელ კალიან კაპელმაიერს მოუგო, მეორე პორტუგალიელ ხორხე ფონსეკას, ნახევარფინალში კი იაპონელ აარონ ვოლფს სძლია და ფინალში მასპინძელს, გონჩიგსურენ ბახტუიაგს შეხვდა.
შეხვედრის ოქროს დროში მასპინძელმა იპონით გაიმარჯვა.
ვარლამ ლიპარტელიანი ულან-ბატორის გრანდ სლემის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ამავე წონაში ასპარეზობდა ონისე სანებლიძეც, რომელმაც პირველი შეხვედრა ყაზახ ნურლიხან შახრანს, მოუგო, მეორე გერმანელ გიორგი უძილაურს, შემდეგ კი პულის ფინალი წააგო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდი მოასპარეზე რუს არმან ადამიანთან, რეპეშაჟის ნახევარფინალი კი პოლონელ პიოტრ კუჩერასთან.
+100კგ წონაში საბა ინანეიშვილმა გერმანელი ერიკ აბრამოვის დამარცხების შემდეგ იაპონელ ჰიოგა ოტას მოუგო და პულის ფინალში აზერბაიჯანელ უშანგი კოკაურთან დამარცხდა. ტრავმის გამო საბა ინანეიშვილმა რეპეშაჟში ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.