ლას ვეგასში,  UFC Apex-ზე დასრულდა UFC Vegas 104-ის დღის მთავარი ბრძოლა, რომელშიც ერთმანეთს საშუალო წონაში რეიტინგში მე-8 იტალიელი მარვინ ვეტორი და რეიტინგში მე-10, ქართველი რომან დოლიძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ კარგად წარმართა შეხვედრა და იტალიელი მარვინ ვეტორი, რომელთანაც მას 2023 წლის მარტში მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებით მარცხი ჰქონდა განცდილი, ამჯერად მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.


სამივე მსაჯმა მისი გამარჯვება ერთნაირი შედეგით დააფიქსირა - 49:46