დღეს მორაგბეთა ნაკრები გუნდების სამი ტესტმატჩი გაიმართა.

უელსმა, რომელსაც 2023 წლის მსოფლიო თასზე, ნანტში, „ბორჯღალოსნებთან“ გამარჯვების შემდეგ ზედიზედ 18 მატჩი ჰქონდა წაგებული, იაპონიაში მასპინძლებს სძლია და გამარჯვების გემო გაიხსენა.

იაპონია - უელსი 22:31(10:21)


ახალ ზელანდიაში ფრანგებმა მეორე ტესტმატჩი 26 ქულის სხვაობით წააგეს. ფაბიენ გალტიეს მიერ 2020 წელს გუნდის სათავეში ჩადგომის პერიოდიდან დღემდე ასეთი დიდი ანგარიშით არ ჰქონდათ წაგებული.

ახალი ზელანდია საფრანგეთი 43:17(29:3)


ფიჯის და შოტლანდიის შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ფიჯი - შოტლანდია 29:14(15:7)


შეგახსენებთ, რომ დღეს სამხრეთ აფრიკაში ტესტმატჩს იტალია გამართავს, 19-ში კი „ქურციკებს“ „ბორჯღალოსნები“ შეერკინებიან.