უეფას ერთა ლიგის დასკვნით ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ჩეხეთს შეხვდა.


მასპინძლებმა შეხვედრის დასაწყისშივე შეძლეს გოლის გატანა და შემდეგ ქართველ ფეხბურთელთა შეტევების მოგერიება, 24- წუთზე კი საქართველოს ნაკრების კართან დანიშნული სახიფათო საჯარიმო დარტყმა მეტოქის მიერ ცოცხალი კედლის აღმართვისას დაშვებული შეცდომა გამოიყენეს და 2:0 დაწინაურდნენ.

შეხვედრის მე-60 წუთზე მიქაუტაძემ ერთი გოლის გაქვითვა შეძლო, მეტი კი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს.

ჩეხეთი - საქართველო 2:1(2:0)
გოლები: 3' პაველ სულცი 1:0, 24' ადამ ჰლოჟეკი 2:0, 60' გიორგი მიქაუტაძე 2:1


ჩეხებმა პირველი ადგილი დაიკავეს და A  ლიგაში დაწინაურდნენ. უკრაინამ, რომელმაც ალბანეთში 2:1 გაიმარჯვა, მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ითამაშებს A ლიგაში თამაშის უფლების მოპოვებისთვის.

საქართველომ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფში ითამაშებს. მისი მეტოქე ოთხიდან (სლოვაკეთი, კოსოვო ან რუმინეთი, ბულგარეთი, სომხეთი) ერთ-ერთი იქნება.