უეფას ერთა ლიგაზე ბოლოსწინა ტურის მეორე სათამაშო დღის შეხვედრები დასრულდა

A-1 ჯგუფში პორტუგალიამ პოლონეთი გაანადგურა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შოტლანდიამ კი კაცნაკლულ ხორვატიას ბოლო წუთებში გაუტანა და მეორე ადგილის დაკავების შანსი შეინარჩუნა.

პორტუგალია - პოლონეთი 5:1(0:0)
გოლები: 59' რაფაელ ლეაო 1:0, 72' კრიშტიანუ რონალდუ, თერთმეტმეტრიანიდან 2:0, 80' ბრუნუ ფერნადეში 3:0, 83' პედრო ნეტუ 4:0, 87 კრიშტანუ რონალდუ 5:0, 89' დომინიკ მარჩუკი 5:1

შოტლანდია - ხორვატია 1:0(0:0)
გოლი: 86' ჯონ მაკგინი
გაძევება: 44' პეტარ სუჩიჩი (ხორვატია, მეორე ყვითელი)

დარჩენილი შეხვედრები:
18 ნოემბერი ხორვატია - პორტუგალია
18 ნოემბერი პოლონეთი - შოტლანდია

პოლონეთს მეორე ადგილის დაკავების შანსი აღარ აქვს, შოტლანდიას კი პოლონეთში მოგების და ხორვატიის პორტუგალიასთან მარცხის შემთხვევაში მეორე ადგილზე გასვლა შეუძლია



A-4 ჯგუფში დანიამ სახლში ესპანეთთან წააგო და ბოლო ტურში სერბეთში დამარცხების შემთხვევაში A ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფში მოუწევს თამაში.

დანია - ესპანეთი 1:2(0:1)
გოლები: 15' მიკელ ოიარსაბალი 0:1, 53' აიოზე პერესი 0:2, 84' გუსტავ ისაკსენი 2:1

შვეიცარია - სერბეთი 1:1(0:0)
გოლები: 79' ზეკი ამდუნი 1:0, 88' ალექსა ტერზიჩი 1:1
55-ე წუთზე ალექსანდარ მიტროვიჩის დარტყმული თერთმეტმეტრიანი გრეგორ კობელმა მოიგერია

დარჩენილი შეხვედრები;
18 ნოემბერი სერბეთი - დანია
18 ნოემბერი ესპანეთი შვეიცარია



C-2 ჯგუფში კვიპროსმა  ლიეტუვა მეორედ დაამარცხა, რუმინეთის და კოსოვოს გუნდების შეხვედრა კომპენსირებული დროის მე-15 წუთზე შეწყდა. კოსოვოს ფეხბურთელებმა  მინდორი დატოვეს. მათი მტკიცებით, ფეხბურთელთა შორის შეტაკების შემდეგ გულშემატკივართა მხრიდან მათი მისამართით სტვენასთან ერთად გაისმოდა შეძახილები: „კოსოვო-სერბეთია!" რუმინეთის სპორტული პრესა წერს, რომ კოსოვოელები პროვოკაციებს მიმართავდნენ და მაყურებლებს შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებდნენ.

კვიპროსი - ლიეტუვა 2:1(1:0)
გოლები: 18' კასტანოსი 1:0, 47 გინეიტისი 1:1, 63' ციონისი 2:1

რუმინეთი - კოსოვო 0:0 (შეხვედრა შეწყდა)



დარჩენილი შეხვედრები:
18 ნოემბერი რუმინეთი - კვიპროსი
18 ნოემბერი კოსოვო - რუმინეთი



C-3 ჯგუფში ლუქსემბურგმა სახლში ბულგარეთთან წააგო და ბოლო ადგილს თავს ვეღარ დააღწევს, თუმცა, შესაძლოა, პლეი ოფში მოხვდეს და წარმატების შემთხვევაში C ლიგაში დარჩეს

ლუქსემბურგი - ბულგარეთი 0:1(0:1)
23' ანდრიან კრაევი

ჩრდილოეთ  ირლანდია - ბელარუსი 2:0(0:0)
გოლები: 50' დენიელ ბალარდი 1:0, 62' დიონ ჩარლზი 2:0

დარჩენილი შეხვედრები:
18 ნოემბერი ლუქსემბურგი - ჩრდილოეთ ირლანდია
18 ნოემბერი ბულგარეთი - ბელარუსი



 
D-1 ჯგუფში სან-მარინომ გიბრალტარს კომპენსირებულ დროში გაუთანაბრა ანგარიში და ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაში C ლიგაში დაწინაურდება

სან-მარინო - გიბრალტარი 1:1(0:1)
გოლები: 11' ლიამ უოკერი 90+1' ნიკოლა ნანი 1:1

დარჩენილი შეხვედრა:
18 ნოემბერი: სან-მარინო - გიბრალტარი





მასალა განახლდება