ბრატისლავაში დასრულდა 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა.

ფინალში ერთმანეთს ჯგუფური ეტაპის B ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გერმანია და ამავე ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ინგლისი შეხვდნენ.

ჯგუფურ ეტაპზე გერმანიასთან 1:2 დამარცხებული ინგლისი, შეხვედრის 24-ე წუთზე ორი ბურთით იყო წინ, თუმცა გერმანელებმა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში და შემდეგ 61-ე წუთზე გატანილი გოლებით ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.

დამატებით დროში ინგლისმა შეძლო გამარჯვების მომტანი გოლის გატანა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

ინგლისი - გერმანია 3:2 დ.დ (2:2, 2:1)
გოლები: 5' ჰარვი ელიოტი 1:0, 24' ომარი ჰატჩინსონი 2:0, 45+1' ნელსონ ვაიპერი 2:1, 61' პოლ ნებელი, 90+2' ჯონათან როუ 3:2

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან დრამატულად წააგო და მერვედფინალში ვერ გავიდა, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები კი ასე დასრულდა:

ესპანეთი - ინგლისი 1:3
პორტუგალია - ნიდერლანდები 0:1
გერმანია - იტალია 3:2
დანია - საფრანგეთი 2:3

ინგლისი - ნიდერლანდები 2:1
გერმანია - საფრანგეთი 3:0