50 წლის სპეციალისტსა და ცხინვალის „ცხინვალის“ ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და მხარეები თანამშრომლობის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
 

ამიერიდან, კახა კაჭარავა, „ცხინვალის“ ნაცვლად ისევ „დინამო თბილისში“ იმუშავებს, საიდანაც, 2011 წელს, რომან ფიფიას კლუბში მისვლის შემდეგ დაითხოვეს. კაჭარავა გუნდს, რომელიც ანტალიურ შეკრებაზე იმყოფება, დილით შეუერთდება. სპეციალისტი თურქეთში, გამთენიას გაფრინდება. 
დღესვე, „დინამოს“ ინტერესი დაადასტურა გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა მწვრთნელმა, ესპანელმა ალექს გარსიამ, რომელმაც „აიპრესს“ განუცხადა, რომ თბილისიდან მის მენეჯერს დაურეკეს.