თემურ დადიანი გახდა პირველი ქართველი პარაათლეტი, რომელმაც ზამთრის პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.

სათხილამურო და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, რატი იონათამიშვილის სახელზე ოფიციალური წერილი გამოაგზავნა, რითაც თემურ დადიანის ლიცენზია დაადასტურა.

ზამთრის პარალიმპიურ თამაშებს ერთდროულად იტალიის ორი ქალაქი – მილანი და კორტინა უმასპინძლებს. შეჯიბრება 6-15 მარტს გაიმართება. თემურ დადიანი პარა ქროს-ქანთრის დიცსიპლინაში იასპარეზებს.