თელ-ავივის გრანდ სლემზე დღეს 90-100 და +100კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ასპარეზობენ
+100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა (N15 მსოფლიო რეიტინგში) პირველ წრეში უკრაინელ ანტონ სავიცკი (N57) შებოჭა, მეორეში კი ბრაზილიელ ლეონარდო გონსალვესთან (N63) იპონით დამარცხდა.
90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი (N4) პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი ბულგარელ ივაილო ივანოვს (N31) შეხვდა და ოქროს დროში ვაზარით გაიმარჯვა.
მესამე წრეში ბექა ღვინიაშვილი უკრაინელ არტიომ ბობირს (76) შეხვდება.