განსაკუთრებული განცდა და დიდი სიხარულია გულშემატკივრობდე და ხედავდე, როგორ იწერება შენი ქვეყნის ისტორიის მორიგი საამაყო ფურცელი შორს, გერმანიაში, - ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

​„ამ ისტორიული გამარჯვებისთვის დიდ მადლობას ვეუბნებით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ჩვენს ეროვნულ ფედერაციას, მის ხელმძღვანელებს. წინ დიდი შეჯიბრია, წინ დიდი შრომა უძევთ ჩვენს სპორტსმენებს და რა თქმა უნდა ჩვენ ვრჩებით საქართველოდან მათ გვერდით“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.