ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს თავისუფალი სტილი მოჭიდავეთა ასპარეზობის ბოლო დღეა.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქართველ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ყველაზე ტიტულოსანი გივი მაჭარაშვილი 97 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში იაპონელ არაშ იოშიდასთან 2:6 დამარცხდა და ნახევარფინალში ვერ გავიდა.
იოშიდასთან შეხვედრამდე გივი მაჭარაშვილმა მერვედფინალში თურქმენი შატლიკ ჰემელიავი 4:0 დაამარცხა.
გივი მაჭარაშვილი რეპეშაჟში იმ შემთხვევაში გადავა, თუ არაშ იოშიდა ნახევარფინალში ამერიკელ კილ სნაიდერს დაამარცხებს.
ბადის ზედა ნახევარფინალში ბაჰრეინელი აჰმედ ტაჟუდინოვი, რომელმაც მეოთხედფინალში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე, აბდულრაშიდ სადულაევის ნაცვლად დაშვებული მაგომედ ყურბანოვი 10:9 დაამარცხა, ირანელ ამირალი ჰამის აზარპირას შეხვდება
65 კგ წონით კატეგორიაში გოდერძი ძებისაშვილმა მეთექვსმეტედფინალში პალესტინელი აბდულაჰ ასაფი დაამარცხა, მერვედფინალში კი 0:10 წააგო პუერტორიკოელ სებასტიან რივერასთან. თავის მხრივ, სებასტიან რივერა უზბეკ უმიდჯონ ჯალოლოვთან დამარცხდა და ძებისაშვილი ასპარეზობას გამოეთიშა.
დილით გამართულ რეპეშაჟის შეხვედრებში გიორგი ელბაქიძემ (74კგ) 6:1 მოუგო პუერტორიკოელ ოკ ჩჰოლ ჰანს და 1:12 დამარცხდა ირანელ ალიაკბარ ემამიჩოგაისთან.
92 კგ წონითი კატეგორიის რეპეშაჟის ნახევარფინალში მირიან მაისურაძემ შვეიცარიელი სამუელ შერერი 4:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ოსმან ნურმაგომერდოვთან იჭიდავებს
მასალა ბოლოს 16:45 საათზე განახლდა.