ხორვატიის დედაქალაქში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი დღე დასრულდა.
70 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში მონღოლმა ტულგა ტუმურ ოჩირმა ყირგიზი ნურკოჟა კაიპანოვი 5:2 დაამარცხა, ფინალში გავიდა დაბრინჯაოს მედლისკენ გზა გაუხსნა აკაკი ქემერტელიძეს. იგი რეპეშაჟში მოლდაველ ვასილე დიაკონს და ბულგარელ მიჰაილ გრიგორიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება, წარმატების შემთხვევაში კი ბრინჯაოს მედლისთვის ყირგიზ სპორტსმენთან იჭიდავებს.
125 კგ წონით კატეგორიის ნახევარფინალურ შეხვედრებში აზერბაიჯანელმა გიორგი მეშვილდიშვილმა პოლონელ ბარანს 2:0 სძლია, ირანელმა ამირ ზარემ ბაჰრეინელ შამილ შარიპოვს კი 7:3.
ამ წონაში რეპეშაჟში გადასული სოლომონ მანაშვილი პუერტორიკოელ ჯონოვან სმიტს შეხვდება, მასთან მოგების შემთხვევაში კი ბრინჯაოს მედლისვის ბაჰრეინელ სპორტსმენთან იჭიდავებს.