პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 81 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტებმა მერვედფინალური შეხვედრები გამართეს.

მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის ოქროსმედალოსანი ტატო გრიგალაშვილი მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს  ოქროს დროში ვაზარით სძლია და ნახევარფინალში გავიდა

მისი მეტოქე ნახევარფინალში კორეელ ჯონჰვან ლის და უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს შორის შეხვედრაში გამარჯვებული იქნება.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს იაპონელი ტაკანორე ნაგასე და იტალიელი ანტონიო ესპოზიტო შეხვდებიან.