ტაშკენტში დასრულდა ნარდის ტურნირი აზიის გრან-პრიზე.

ტურნირის მონაწილე ქართველმა მონარდეებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მოკლე ნარდის ფინალურ შეხვედრაში რევაზ ცხოვრებაშვილმა ამერიკელი ეთან ვენი 11:8 დაამარცხა და ოქროს მედალთან ერთად 68 700 დოლარი ფულადი პრიზი მიიღო.

მოკლე ნარდის ბლიცში (შვეიცარიული სისტემით, ორ დამარცხებამდე) სოსო მერაბიშვილმა, რომელსაც ცხრა ტურის შემდეგ ცხრა მოგება ჰქონდა, ორჯერ ზედიზედ განიცადა მარცხი სომეხ ტიგრან ოჰანიანთან და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფულადი ჯილდოს სახით 6 150 დოლარი მიიღო.

გრძელ ნარდში (შვეიცარიული სისტემით, სამ დამარცხებამდე) ბრინჯაოს მედლის და 17 622 დოლარი ფულადი პრიზის მფლობელი გახდა სოინგული ამიროვი.

მოკლე ნარდის ბლიცში ნოდარ გაგუა (უმცროსი, 200 წელს დაბადებული) ბრინჯაოს მედლის და 4 536 დოლარი ფულადი პრიზის მფლობელი გახდა