"ტოჩინოშინმა ველაფერი გააკეთა და დააჯერა ქართველ გულშემატკივარს, რომ ის ნამდვილად ღირსეული სპორტსმენია", - ამის შესახებ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონამ ლაშა ტალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა. 

"რა თქმა უნდა სამწუხაროა, როდესაც ქართველი სპორტსმენი აგებს. ამხელა ტურნირზე ღებულობს მონაწილეობას, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ვიცი რომ სერიოზული ტრანვა აქვს, სწორედ ამის გამო დათმო მან ეს შეხვედრა. ვიმედოვნებ, რომ ხვალინდელი შეხვედრა უკეთესი იქნება და ტოჩინოშინი მაინც მოახერხებს გამარჯვებას", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა.