საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შალვა გოგოლაძე ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, მაიკლ ვიდერერს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ხელბურთის განვითარების შესახებ ისაუბრეს. ასევე ისაუბრეს მიმდინარე წელს საქართველოში ჩატარებულ 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის პირველობის შესახებ.

შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და ევროპის ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მარტინ ჰუსლაინტერი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.