საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების წარმომადგენელმა სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ) პარიზის ოლიმპიური თამაშები წარმატებით დაიწყო.
სოფიო სომხიშვილის მომდევნო მეტოქე მასპიძელი ქვეყნის წარმომადგენელი, გამოცდილი ფრანგი ძიუდოისტი და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი რომენ დიკო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ექვსი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ფოტო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee