ესპანეთის ლა ლიგაში მეცხრამეტე ტურის შეხვედრები გრძელდება.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ" გასვლითი შეხვედრა „სევილისიათან" გამართა და მეტად საჭირო გამარჯვება შეხვედრის 90+3' წუთზე გიორგი მამარდაშვილის შეცდომის შემდეგ გაუშვა ხელიდან.
„ვალენსიის“ მხრიდან ერთადერთი გოლი შეხვედრის 61-ე წუთზე ლუის რიოხამ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ გუნდებს შორის ჩემპიონატზე გამართული ბოლო ათი შეხვედრიდან „ვალენსიას" მხოლოდ ერთი მოგება და ოთხი ფრე ჰქონდა.
გიორგი მამარდაშვილის თამაში Flashscore-მ 7,0-ით შეაფასა