ბელგრადში წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. ევროპის პირველობაზე, მეორე ჯგუფური ეტაპის F ჯგუფში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მოქმედ ევროპის ბრინჯაოს პრიზიორს, იტალიის ნაკრებს, დაუპირისპირდა. შეხვედრა იტალიის გამარჯვებით, ანგარიშით 16:14, დასრულდა.

იტალიის ნაკრები სამი ოლიმპიური ოქროსა და ორი ვერცხლის მედლის მფლობელია. იტალია მსოფლიოს ოთხგზის, ევროპის კი სამგზის ჩემპიონია.

ევროპის პირველობაზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა B ჯგუფში ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ფარგლებში ქართველი წყალბურთელები პირველ მატჩში საბერძნეთთან ანგარიშით 6:20 დამარცხდნენ, მეორე მატჩი ხორვატიასთან ანგარიშით 7:18 დათმეს, ხოლო სლოვენიასთან შეხვედრა ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 22:11 დასრულდა.

წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ზედიზედ მეშვიდედ ასპარეზობს. ეროვნული ნაკრები შემდეგ შეხვედრას რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ 19 იანვარს გამართავს.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.