საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო და ჯგუფური ეტაპი გადალახა.
ლიეტუვის საკურორტო ქალაქ დრუსკინინკაიში მიმდიანრე ჟურნალისტთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა მედია-ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე წაუგებლად იასპარეზა და 10 ქულა დააგროვა.
საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა გერმანიისა (4:1) და ლატვიის (1:0) გუნდები, ერთნაირი ანგარიშით (1:1) ფრედ დაასრულა მატჩი ოთხ მეტოქესთან – სერბეთთან, სომხეთთან, პოლონეთთან და მასპინძელ ლიეტუვასთან.
ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები, რომელიც ლიეტუვაში საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით გაემგზავრა, 13 სექტემბერს მეოთხედფინალში უკრაინის ჟურნალისტთა ნაკრებს შეხვდება.