ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში შვიდკაცა რაგბის „გამოწვევის მსოფლიო სერიის" მეორე რაუნდის გათამაშება მიმდინარეობს.

საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა გუშინ ტონგასთან დიდი ანგარიშით 5:40 წააგო, შემდეგ მოულოდნელად 17:0 დაამარცხა „გამოწვევის მსოფლიო სერიის" პირველ ეტაპზე გამარჯვებული კენიის ნაკრები და დღეს, პორტუგალიელებთან შეხვედრის წინ, მერვედფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებდა.

პორტუგალიასთან შეხვედრა ქართველმა მორაგბეებმა, სამწუხაროდ, ძალიან სუსტად ჩაატარეს, 14:38 დამარცხდნენ და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ.



ხვალ, ქართველი მორაგბეები მეცხრე-მეთორმეტე ადგილისთვის პაპუა-ახალი გვინეის, მექსიკის და იაპონიის გუნდებთან გამართავენ შეხვედრებს.