საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს, 21 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩის წინ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:
მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, მამუჩაშვილი, ტაბატაძე, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია.
პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.








