ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი თელავში მიმდინარეობს. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მეორე მატჩი ბულგარეთის წინააღმდეგ გამართა და მეორე გამარჯვება მოიპოვა – 35:32. მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკოლოზ მამულაშვილმა, რომელმაც 14 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა პირველი მატჩი დიდ ბრიტანეთთან გამართეს და მეტოქე 31:24 დაამარცხეს. ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით საქართველო ჯგუფში პირველ ადგილზეა.

საქართველო 35:32 ბულგარეთი

ვახტანგ ხარებაშვილი (5 გოლი), ნიკოლოზ მამულაშვილი (14), გიორგი კაპანაძე (5), ვანო გურგენიძე (5), ნიკოლოზ ნარიმანიძე (1), საბა შუბაშიშვილი (2), დიმიტრი თორია (2), ნიკოლოზ ბიბლაია (2), გიორგი მაზანიშვილი, საბა ბუიღლიშვილი (1), ნიკოლოზ ბოჟაძე, ალექსანდრე ბოჟაძე, შოთა ახვლედიანი.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების  განრიგი:

5 აგვისტო | საქართველო – კვიპროსი;

6 აგვისტო | საქართველო – კოსოვო;

8 აგვისტო | საქართველო – ბელგია.