ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში, სადაც ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს მეორე დივიზიონის B ჯგუფის გუნდებს შორის, მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა პირველ ორ ტურში მე-2 დივიზიონის A ჯგუფში აღზევების  უპირველეს ფავორიტებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ზედმეტად თავდაჯერებული გავიდა მოედანზე, რამაც მათ ცუდი სამსახური გაუწია და მეორე პერიოდის 22-ე წუთისთვის ბულგარელები სამი შაიბით დაწინაურდნენ. საბედნიეროდ გუნდმა შეძლო ძალების მობილიზება და სამ წუთში სამი საპასუხო შაიბის, შემდეგ, იმავე პერიოდში კი კიდევ ორი შაიბის შეგდება და მესამე პერიოდის დასაწყისისთვის ანგარიში 5:3 იყო საქართველოს სასარგებლოდ.

მესამე პერიოდის დასაწყისშივე ბულგარეთმა ერთი შაიბა გაქვითა, კიდევ ექვს წუთში კი წონასწორობა აღადგინა. საქართველოს ნაკრების ჰოკეისტებმა ისევ მოუმატეს და სწრაფად აღადგინეს ორშაიბიანი უპირატესობა და შემდეგ კვლავ მოდუნდნენ და ბულგარელებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს.

ყველაფერი ოვერტაიმში გადაწყდა: საქართველომ შეძლო შაიბის შეგდება და გამარჯვების მოპოვება, თუმცა ამგვარმა მოგებამ მას არა სამი არამედ ორი ქულა შემატა. 

საქართველო - ბულგარეთი 8:7 (0:2, 5:1, 2:4) (ოვერტაიმი 1:0)
შაიბები: 05'52" 0:1, 09'13" 0:2, 21'10"0:3, 23'46" ივან კარელინი 1:3, 24'06" ნიკიტა ბუკია 2:3, 25'03" კონსტანტინ გავრილენკო 3:3, 29'06" მაკარ ნიკიშანინი 4:3, 33'15" ნიკიტა ბუკია 5:3, 40'56" 5:4, 46'01" 5:5, 46'43" მაკარ ნიკიშანინი 6:5, 48'55" მაკარ ნიკიშანინი 7:5, 52'23" 7:6, 56'49" 7:7, 63'52" ბორის კოჩკინი 8:7


მომდევნო შეხვედრას საქართველო 2 მაისს ტაივანთან გამართავს, 3 მაისს კი ბოლო ტურში ტაილანდს შეხვდება.