ანდრია სარია - საქართველოს ჩემპიონი 8 წლამდე ჭაბუკებს შორის!
ანდრიამ, ელვისებურ ჭადრაკშიც იმარჯვა 9-იდან 7,5 ქულით დამაჯერებლად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული! ამრიგად ანდრიამ ორივე დისციპლინაში: სწრაფში და ელვისებურში მოიპოვა ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკის წოდება!
ის წალენჯიხის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელია, მისი მწვრთნელი ლევან ზარქუა გახლავთ!
ვულოცავთ ანდრიას, მის მწვრთნელს და წალენჯიხის საჭადრაკო სკოლას ამ წარმატებას! - წერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია "ფეისბუკში"




