რუსთავში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი კანოე კაიაკში, სადაც ფოთის გუნდმა წარმატებით იასპარეზა.
ფოთელებმა 7 ოქროს, 7 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ასევე ქალაქ ფოთის გუნდი გუნდური ქულებით მე-3 ადგილზე გავიდა და თასი მოიპოვა.
ჩემპიონატი, საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.