საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბელსკო-ბიალაში გამართულ სპორტული კარატეს მე-14 მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
ტურნირი ქვეყნის სპორტული ისტორიისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა: ანასტასია ჩაფიძემ ბრინჯაოს მედალი კატის დისციპლინაში მოიპოვა, რაც საქართველოსთვის ამ სახეობაში პირველი ისტორიული შედეგია, ხოლო ლევან დადეშქელიანმა -57კგ-ში, კუმიტეში საპრიზო ადგილი დაიკავა.
ქართველი კარატისტები მსოფლიო პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.








