მალტაში წყალბურთში მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური შეხვედრები მიმდინარეობს B დივიზიონის გუნდებს შორის.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მერვედფინალურ შეხვედრაში დამაჯერებლად სძლია თურქეთს და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მას მეტოქედ კანადას და უკრაინას შორის გამარჯვებული ეყოლება.
საქართველო - თურქეთი 19:12 (4:2, 3:5, 5:2, 7:3)
მსოფლიო თასის ორ საგზურს ფინალში გასული გუნდები მიიღებენ, ფინალში გამარჯვებული ასევე A დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს.




