საქართველო - მილანის მატჩის დაწყებამდე, ქართველი პარალიმპიელები მესხის სტადიონზე ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგნენ.

ქართველმა პარასპორტსმენებმა პარიზის პარალიმპიადაზე, პირველად ისტორიაში, 9 მედალი მოიპოვეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

შეგახსენოთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში, ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი იმართება.

ერთმანეთს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები ხვდებიან.