ბრატისლავაში გრძელდება 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში.
დღეს, ბრატისლავაში, თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაში ჩაებნენ 57-65-79-92კგ წონითი კატეგორიებში მოასპარეზეები.
92 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ყურაშვილმა 1/8 ფინალში ამერიკელი ჯეიმს მასტნი 6:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში რუს არტურ ტოგოევს 16:6 სძლია, ნახევარფინალში ყაზახ ბეიბარის იერგალის 6:1 მოუგო და ხვალ ოქროს მედლისთვის ირანელ აბოლფაზლ იასერ რაჰმანი ფირუზჯაის შეერკინება.
57-65-79კგ და გუშინ ბრძოლაში ჩაბმული 61-82კგ წონითი კატეგორიების ქართველი მოჭიდავეები - გიორგი მაისურაძე, მათე ნადირაძე, ლუკა მარგველაძე, ნიკოლოზ ხვედელიძე და დაჩი პაპინაშვილი მედლების გარეშე დარჩნენ.
20 წლამდე ასაკის მოჭიდავე ქალთა შორის მოასპარეზე მირანდა კაპანაძე, ლიზა შავაძე და ნინი ციცვიძე ათეულში ვერ მოხვდნენ და საქართველოს ნაკრებს გუნდურ ასპარეზობაში ჩასათვლელი ქულები ვერ მოუტანეს.
აღსანიშნავია, რომ ქალთა 62 კგ წონაში მესამედ გახდა ოქროს მედლის მფლობელი იაპონელი საკურა ონიში. მან 2024 და 2025 წლებში ოქროს მედლისთვის ოთხ-ოთხი შეხვედრა გამართა და ყველა 10:0 მოიგი, წლევანდელ ჩემპიონატში კი სულ ჩატარებული 5 შეხვედრიდან სამი 10:0 დაასრულა, ერთი 13:2 (მირანდა კაპანაძესთან), ერთი (ფინალში, ინდოელ სავიტასთან) კი 12:2
მოამზადა რაულ კაპანაძემ




