ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის „სატელიტის“ გამარჯვებულია.

შეჯიბრების ფინალში ქართველმა მოფარიკავემ ამრეიკელი ბენ ავრამი 15:9 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ეს ტუნირირი ახალ სპორტულ სეზონში პირველი იყო და მასში 102 სპორტსმენი მონაწილეობდა.