ტურნირი, მინი-ფეხბურთში, ნატოს თასი-2017 ოფიციალურად დაიწყო. 

გათამაშება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

სამოყვარულო ტურნირი ნატო-ს დღეების 10 წლის იუბილეს ეძღვნება და მის მთავარ მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
30 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის ნატოს თასის მონაწილე გუნდების ოფიციალურ წილისყრას უმასპინძლა.

ცერემონიას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.

შეჯიბრება, რომელშიც 32 გუნდი ოლიმპიური სისტემით თამაშობს, 8 აპრილს ფინალური შეხვედრით დასრულდება.

სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების გარდა გათამაშებაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

თამაშებს დიღომში, ახალ ოლიმპიურ ქალაქში მდებარე ფრენბურთის დარბაზი მასპინძლობს.