მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ბოლოსწინა ტურის პირველი დღის შეხვედრები დასრულდა.
ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის D ჯგუფის ლიდერმა საფრანგეთმა სახლში უკრაინა დაამარცხა და ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა.
საფრანგეთი - უკრაინა 4:0(0:0)
გოლები: 55' კილიან მბაპე, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 76' მაიკლ ოლისე 2:0, 83' კილიან მბაპე 3:0, 88' ჰუგო ეკიტეკე 4:0
ისლანდიამ გასვლაზე აზერბაიჯანი დაამარცხა და ბოლო ტურის წინ ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით საპლეიოფე ადგილზე მოკალათდა.
აზერბაიჯანი - ისლანდია 0:2(0:2)
გოლები: 20' ალბერტ გუდმუნდსენი 0:1, 39' სვერირ ინგი ინგასონი 0:2
დარჩენილი შეხვედრები:
16.11 უკრაინა - ისლანდია
16.11 აზერბაიჯანი - საფრანგეთი
მასალას უეფას მიერ მომზადებული ვიდეო უეფას საიტზე განთავსების შემდეგ მიებმება.




