დასრულდა ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრები

ავსტრალიის ტუნისთან გამარჯვების შემდეგ ერთმანეთს საფრანგეთი და დანია დაუპირისპირდნენ.

კილიან მბაპეს მიერ გატანილი პირველი გოლი დანიელებმა სწრაფად გაქვითეს, მეორე გოლის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება კი ვეღარ შეძლეს და პლეი ოფში გასვლის შანსები მინიმუმამდე შეიმცირეს.

საფრანგეთმა პლეი ოფი უკვე გაინაღდა.

საფრანგეთი 2 2-0-0 6:2 6
ავსტრალია 2 1-0-1 2:4 3
დანია 2 0-1-1 1:2 1
ტუნისი 2 0-1-1 0:1 1

30 ნოემბერს დანია-ავსტრალია და საფრანგეთი-ტუნისი ითამაშებენ