ანჟეში საფრანგეთის გრან-პრიზე ყინულზე ფიგურული სრიალის ოსტატთა ასპარეზობა გრძელდება.
ქალთა შორის შეჯიბრებაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე იყო, თავისუფალი პროგრამით 130,19 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა.
ორი დისციპლინის ჯამში ანასტასია გუბანოვამ 202,82 ქულით მეოერ ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. 
მოამზადა რაულ კაპანაძემ.




