იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობაზე, მაკენზი მაკდონალდთან მეორე რაუნდის წაგების შემდეგ, ნადალი კვლავ ფსოას ტრავმის (ბარძაყის კუნთი) რეაბილიტაციის პროცესშია. მიუხედავად მისი მცდელობისა, რომ კორტზე დაბრუნდეს, ესპანელი, რომელმაც პარიზში თასი 14-ჯერ აიღო, ამ გაზაფხულზე ტურნირს გამოტოვებს.

"წელს "როლან გაროსზე" ვერ ვითამაშებ"

36 წლის ჩოგბურთელს უკვე მოუწია მონტე-კარლოს, მადრიდიდს და რომის ტურნირების გამოტოვება. იგი ბევრს მუშაობდა ერთ მიზანზე: დროულად დაბრუნებულიყო როლან-გაროსზე, ტურნირზე, რომელიც 2005 წლის ტრიუმფალური დებიუტის შემდეგ არ გამოუტოვებია.

"წელს როლან გაროსზე ვერ ვითამაშებ, არსებული პრობლემის გადაწყვეტას ჯერ ვერ მივაგენით. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც როლან გაროსზე სათამაშოდ მოდის მხოლოდ იქ ყოფნის მიზნით მიდის", - თქვა მან.

2024, კიდევ ერთი წელი

ცოტა ხნის წინ, თავისი გულშემატკივრებისთვის გადაღებულ ვიდეოში, დიდი სლემის 22-გზის ჩემპიონმა განმარტა, თუ როგორ ცდილობდა ახალ მკურნალობას. მკურნალობის გეგმა შემუშავდა, მაგრამ დრო საკმარისი არ აღმოჩნდა.

"უნდა გავჩერდე, შესაძლოა ერთი, ორი ან სამი თვით. ეს საუკეთესო რამაა, რაც ჩემი ჯანმრთელობისთვის შემიძლია, გავაკეთო. ჯერ არ ვიცი, როდის დავბრუნდები, ჩემს სხეულს მოვუსმენ" – განაცხადა მან.

14-გზის ჩემპიონმა Court Philippe-Chatrier-ზე 112 მატჩი მოიგო და მხოლოდ სამი მარცხი განიცადა. ნადალი იმედოვნებს, რომ ის 2024 წელს დაბრუნდება, შესაძლოა უკანასკნელად. "ეს ალბათ ჩემი ბოლო წელი იქნება. ჩემი იდეა და მოტივაციაა, ვისიამოვნო და დავემშვიდობო ყველა ტურნირს, რომლებზეც სიამოვნებით ვითამაშე. ოლიმპიური თამაშები ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, იქნება თუ არა ეს ჩემი ბოლო ტურნირი".

წყარო