მადრიდის "რეალის" ახალი მთავარი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის განცხადებით, სერხიო რამოსი კლუბს არ ტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს" 28 მილიონ ევროდ სურს. თუმცა "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ რამოსი არ იყიდება.
"სერხიო გუნდის განუყოფელი ნაწილია. ის გამარჯვებულია და ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება. ამასთანავე კლუბის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ რამოსი "რეალში" რჩება. მე ვესაუბრე რამოსს მის მომავალზე. ის ჩემთვის უდიდესი პროფესიონალია, აკეთებს ყველაფერს, რასაც მე და კლუბი ვთხოვთ" - განაცხადა ბენიტესმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მადრიდის "რეალი" კლუბის ვარსკვლავმა, კაპიტანმა, 25 წლიანი კარიერის შემდეგ იკერ კასილასმა კლუბი დატოვა და პორტოში გადავიდა. კასილასის წასვლის შემდეგ მადრიდელთა კაპიტანი სწორედ სერხიო რამოსი გახდება.