უეფას ერთა B ლიგის მეორე ტურის მატჩში საქართველომ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ უკრაინა მიიღო
წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ქართველმა ფეხბურეთლებმა უარი თქვეს ბურთის ნელ გათამაშებაზე და ლოდინის ტაქტიკაზე და პირველივე წუთებიდან მეტოქეს სწრაფ ტემპში თამაში შესთავაზეს. მართალია ასეთი ტაქტიკით თამაში და გრძელი გადაცემები ბურთის დაკარგვასაც ხშირად იწვევდა, მაგრამ მთელ მოედანზე პრესინგით ისინი უკრაინელებს ასევე აიძულებდნენ შეცდომები დაესვათ.
უკრაინელი ფეხბურთელები მთელი ტაიმის განმავლობაში ცდილობდნენ ტემპის დაგდებას და შეტევებსაც საგულდაგულოდ ამზადებდნენ, მაგრამ მთლიანობაში ისინი მასპინძლებთან შედარებით სუსტად გამოიყურებოდნენ.
მოპოვებული უპირატესობის მიუხედავად ტაიმი ისე დასრულდა, რომ უკრაინელთა კარში გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში თამაში ანალოგიური სცენარით გაგრძელდა: ტემპი - საშუალო და ოდნავ მაღალი, სახიფათო მომენტები - მწირი.
საბოლოოდ, ისევე როგორც უკრაინასთნ დღემდე გამართულ 12 შეხვედრაში საქართველო კვლავ მოგების გარეშე დარჩა. სულ გამართულ 13 შეხვედრაში უკრაინელებმა რვაჯერ გაიმარჯვეს, ხუთჯერ კი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
საქართველოს ნაკრებმა სასტარტო ორ შეხვედრაში დაგეგმილი ექვსი ქულიდან მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო.
საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა:
გიორგი მამარდაშვილი - ოთარ კაკაბაძე, საბა გოგიტიძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოლაშვილი - გიორგი ქოჩორაშვილი (90+2'ირაკლი ეგოიანი), გიორგი ჩაკვეტაძე (73' ზურიკო დავითაშვილი), ოთარ კიტეიშვილი (73' მექვაბიშვილი) - გიორგი წიტაიშვილი - გიორგი მიქაუტაძე (67' გიორგი კვერნაძე), ხვიჩა კვარაცხელია
შემდეგ შეხვედრებს საქართველო 2 და 5 ოქტომბერს გამართავს.
2 ოქტომბერი უნგრეთი საქართველო
5 ოქტომბერი ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო
მოამზადა რაულ კაპანაძემ




