ბელგრადში მიმდინარე წყალბურთში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო მეცხრე ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ერთდროულად შვედეთსა და ნორვეგიაში მიმდინარე ხელბურთში ევროპის ჩემპიონატზე კი საქართველო ნაკრებმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო და პლეი-ოფში ვერ გავიდა.
წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპზე მესამე ადგილზე გასვლის შემდეგ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მეორე ეტაპის სამი შეხვედრიდან ერთი მოიგო, ექვს გუნდს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა და მეცხრე-მეათე ადგილისთვის გააგრძელებს თამაშს.
საქართველო - იტალია 14:16 (2:2, 4:6, 4:6, 4:2)
საქართველო - რუმინეთი 10:15 (2:2, 4:4, 1:2, 3:7)
საქართველო - თურქეთი 14:11(1:3, 5:3, 2:3, 6:2)
ნახევარფინალში გავიდნენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ საბერძნეთი და იტალია. ისინი, შესაბამისად, უნგრეთს და სერბეთს შეხვდებიან.
მეხუთე ადგილისთვის ხორვატია ესპანეთს შეხვდება, მეშვიდე ადგილისთვის კი რუმინეთი მონტენეგროს.
წარუმატებლად ითამაშეს ქართველმა ხელბურთელებმა. მათ ჯგუფი ეტაპის სამივე შეხვედრა წააგეს და პლეი-ოფში ვერ გავიდნენ
საქართველო - ხორვატია 29:32 (14:15)
საქართველო - შვედეთი 29:38 (15:20)
საქართველო - ნიდერლანდები 26:31 (15:18)




